1.პროექტის სახელი: ქართულ-უკრაინული და უკრაინულ-ქართული სიხშირული ლექსიკონი;
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სასწავლო მასალიდან ამოწერენ საჭირო ტერმინოლოგიას და ადგენენ მინი ლექსიკონს;
3.პროექტის სრული აღწერა: ქართულ-უკრაინული სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების მსვლელობისას ან მეცადინეობის დროს ამოწერენ ახალ და საინტერესო ხასიატის სიტყვებს და მიუწერენ მას შესაბამის განმარტებას უკრაინულ ან ქართულ ენაზე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დამატებით აკეთებენ შესაბამის ნახატს ან აპლიკაციას;
4.მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 7-17 წელი; 2-12 კლასები;
5.ვადები/ხანგრძლივობა: 9 თვე
6.პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში: ორგანიზება, სხვადასხვა კლასებისა და საგნების მიხედვით დაწერილი მინი ლექსიკონების შეგროვება, შეჯამება, დამუშავება და დაჯგუფება ქართულ-უკრაინულ და უკრაინულ-ქართულ ჯგუფებად;
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან უფრო მეტი სიტყვის განმარტებას სხვადასხვა ენაზე, უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათვის ლექსიკონი იქნება დასურათებული რათა ადვილად დაიმახსოვრონ სიტყვები; ლექსიკონის განთავსება სესაძლებელია ინტერენეტში;
8.სასარგებლო სხვებისათვის: ქართულ-უკრაინული სკოლის მოსწავლეები ასევე სკოლაში ახალგადმოსული მოსწავლეები და აგრეთვე უკრაინული ენით დაინტერესებული პირები გაეცნობიან და ისარგებლებენ შექმნილი სიხშირული ლექსიკონით, იგი ხელსაყრელი იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც რადგან იქნება დასურათებული;
9.საგნებთან კავშირი/სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურე, უკრაინული ენა და ლიტერატურე, მათემატიკა, ბუნება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია;
10.მონაწილეები სხვადასხვა სკოლიდან: თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და უკრაინული დიასპორა;
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ კაპანაძე
12.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tkapanadze41@gmail.com
Thursday, November 26, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)